ყოველდღიურად იცვლება და მძიმდება პოლიტიკური ვითარება. თანდათან ინფლაცირდება ლარი, დღითიდღე დეგრადირდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ქართველი მოსახლეობისათვის ძალიან შემზარავია. დეპუტატები მაქსიმალურად ცდილობენ აღმოფხვრან პრობლემები, თუმცა უშედეგოდ, რადგან მათ შორის უწყვეტლივ ყოველ სხდომაზე გრძელდება ჩხუბი და დავა, იმს საკითხზე, თუ ვინ უფრო მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ,,ნაციონალებმა" თუ ,,ქართულმა ოცნებამ".
საქართველოს ისტორია მაგალიათია დღევანდელი რეალობისა, ოდითგანვე ცდილობდა ქართცელი, მტრისგან ეხსნა საქართველო მაგრამ მარცხით სრულდებოდა ზოგიერთ შემთხვევაში. რადგან ამის გამომწვევი მიზეზი სწორედ ქართველებს შორის უთანხმოება იყო. ხოლო მტერი ყოველთვის იყენებდა საყრდენად შიდა პოლიტიკურ აჯანყებას, რათა ელვისებური სისწრაფით მოესპო ქართველთა ერთიანობა. მაგალითად გავიხსენოთ 1921 წლის 25 თებერვალი, თუ როგორ შემოიჭრა უბრძოლველად მე-11 წითელი არმია ქ.თბილისში. საბჭოთა რუსეთს საქართველოსთვის ოფიციალურად ომი არ გამოუცხადებია, რუსეთმა საქართველოში შემოსაჭრელად გამოიყენა ლორეს ნეიტრალურ ზონაში, მის მიერვე წაქეზებული სომხების და რუსების აჯანყება საქართველოს წინააღმდეგ. დაბა შულავერში ქართველმა კომუნისტებმა შექმნეს საქართველოს ,,რევოლუციური კომიტეტი" ანუ (რევკომი), რომელმაც გამოაცხადა, რომ ლორეში აჯანყება დაიწყეს ქართველმა მუშებმა და გლეხებმა მთავრობის წინააღმდეგ და საბჭოთა რუსეთს თხოვა დახმარებოდნენ აჯანყებულებს.
ზუსტად იგივე მაგრამ, უფრო დახვეწილი საფრთხე ემუქრება საქართველოს. უმჯობესია დასრულდეს დეპუტატებში იმის განხილვა, თუ რომელმა მხარემ გააკეთა საქართველოსთვის კარგი თუ ცუდი საქმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთნი ვართ, რომლებსაც მოგვეკითხება პასუხისმგებლობა, რადგან არ შევარცხვინოთ ჩვენი წინაპრები. დროა მივხედოთ საქართველოს პრობლემებს ერთად, რაც ნამდვილად მოუტანს ქვეყანას პროგრესს. დღეს კი ძალიან დიდი სირთულის წინაშე ვდგავართ, რადგან საოკუპაციო ხაზთან შიდა ქართლში, სოფელ წითელუბანთან თანდათან მძიმდება მდგომარეობა, რადგან ნელნელა მცირდება საქართველოს საზღვარი, რუსეთი მცოცავი საზღვარით ცდილობს საქართველოს დაპყრობას, რომელიც ელოდება შიდა პოლიტიკურ განხეთქილებას. ჩვენ ქართველებმა უნდა დავანახოთ მათ, რომ ქართველებში არსებობს ერთიანობა და სიყვარული! უფალი გვფარავდეს თითოეულ ჩვენგანს...
მასალის გამოყენების პირობები






