როგორც „ნიუპოსტს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებულები ესპანეთის ციხეში იმყოფებიან. დაკავებულებს საკონსულოსთან კომუნიკაციის პროცესში, ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
„ესპანეთის ტერიტორიული წყლების მიმდებარე ნეიტრალურ ზონაში აყვანილ იქნა სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი, რომელზეც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება იქნა აღმოჩენილი. ოპერაციის შედეგად დააკავეს გემის 8 კაციანი ეკიპაჟი, საქართველოს 6 მოქალაქე. ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მოინახულა ვალდემოროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ქართველი მეზრვაურები. დაკავებულთა მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია. სასამართლო პრეცესზე მათ ემსახურებოდა ქართულენოვანი თარჯიმანი და ასევე, ჰყავთ სახაზინო ადვოკატი. როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან საკონსულოს წარმომადგენელს აქვს მუდმივი კომუნიკაცია. ოჯახის წვერები მადლობას უხდიან ესპანეთში საქართველოს კონსულის მოვალოების შემსრულებელს გაწეული დახმარებისთვის. დაკავებულები ესპანეთის ციხეში იმყოფებიან და საკონულოსთან კომუნიკაციის პროცესში მათ არ გამოუთქვამთ რაიმე სახის პრეტენზია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ქართველი მეზღავურები თანამშრომლობენ ესპანელ სამართალდამცავებთან“ - აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






