მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზაურ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოლიმპიადაზეც იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ალექსანდრე საათაშვილმა (თბილისის კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა), გიორგი ხოსროშვილმა (თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) და გიორგი კლდიაშვილმა (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმი –ქუთაისი), სიგელის მფლობელი გახდა - საბა ძმანაშვილი (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი).
მასალის გამოყენების პირობები






