"მოსამართლემ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ცინიკურად - 3,000 ლარით დააჯარიმა მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი"
საზოგადოება - 14:55, 20 Jul, 2015     1232
„საქართველოში დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, 70 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა, ბავშვთა უფასო პანსიონი, რომელიც ქობულეთში 2014 წლის 23 ნოემრიდან ფუნქციონირებს და სტანდარტებით ნამდვილად საუკეთესოა რეგიონში, დაჯარიმდა 3, 000 ლარით და ამ ფაქტს ქობულეთის მაგისტრი მოსამართლე ლაშა თავართქილაძე აფასებს, როგორც ადეკვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას.

ეს იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ესიამოვნა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის, რათა მის კარიერულ ზრდას რაიმე შეფერხებები არ შექმნოდა.

ბავშვთა პანსიონის დახურვა და ბავშვების დაბრუნება უკან, სიღარიბეში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ პანსიონის გახსნამდე, მოსამართლემ ჩათვალა სამართლიან გადაწყვეტილებად. მოსამართლე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ უფრო ლოიალური იყო, ვიდრე თვით სამინისტროს წარმომადგენლები თავიანთი სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ“, - ნათქვამია ფონდ სოციალური პარტნიორობის პრესრელიზში.

„პანსიონი, რასაკვირველია არ დაიხურება და ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ყველგან, სადაც შესაძლებელია, რადგან იურიდიული და ადამიანური სიმართლე ჩვენს მხარესაა. მაზნიაშვილის პანსიონი ზრდის ამ ქვეყნის წარმატებულ მოქალაქეებს და ჯარიმის დაკისრება და ხელშეშლა საქმინობაში ჩვენი განვითარების მხოლოდ დროებითი ხელშემშლელი ფაქტორია.

მაზნიაშვილის პანსიონი პირველი ნაბიჯია იმ დიდი ნახტომისა, რაც გაკეთდება აჭარაში ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მაზნიაშვილის პანსიონის ფუნქციონირებისთვის და პარალელურად, გავაგრძელებთ ახალი პროექტების განხორციელებას ქობულეთსა და აჭარის რეგიონში.

ჩვენი ახალი სახლები და პანსიონები გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ აჭარისთვის ნამდვილ პატრიოტ თაობას გავზრდით, რომელიც საკუთარი ქვეყნის სამსახურში იქნება; მეორეს მხრივ კი, ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ არნახული კონკურენცია იმ პანსიონებს, რომლებიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ და რომლებიც მრავლად გვხვდება აჭარის რეგიონში. ჩვენ შევქმნით ევროპული ტიპის პანსიონებს, სადაც იცხოვრებენ ბავშვები, დედები, ოჯახები, რომელთაც ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა - გაზარდონ საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები ევროპული ტიპის დაწესებულებებში, თუ ბავშვები „გაურკვეველი“ ადამიანების ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ

მაზნიაშვილის სახელობის ყოველი სახლი, რომელიც მომავალშიც გაიხსნება, თითოეული აღმზრდელი იქნება მხოლოდ ამ რეგიონის ადგილობრივი მაცხოვრებელი და თითოეული პანსიონი მკაცრად დაექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, რაც ყოველი ჩვენი პროექტის უმთავრესი წინაპირობაა“ - ნათქვამია ფონდ „სოციალური პარტნიორობა“-ის პრესრელიზში.

მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ მაზნიაშვილის სახელობის უფასო პანსიონი, რომელიც ფონდ „სოიალური პარტნიორობა“-ის მმართველობისქვეშ იმყოფება, ლიცენზიის არქონის გამო დააჯარიმა 3,000 ლარით, რაც საქველმოქმედო ფონდმა სასამართლოში სამინისტროს წინაღმდეგ შეტანილი საჩივრით გაასაჩივრა.

„სოციალურმა პარტნიორობა“-მ საჩივარი ორი მიმართულებით შეიტანა; მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პანსიონის ფუნქციონირებისთვის ლიცენზია საჭირო არ არის, და ამასთანავე აჭარაში არსებობს ათობით პანსიონი, რომლებსაც მართავენუცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და სადაც ქართველ ბავშვებს უცხო ქვეყნის იდეოლოგიის მატარებლებად ზრდიან, და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ამ სახლების საქმიანობით სოციალური სააგენტო არ ინტერესდებოდა, და ამჟამადაც არ ტარდება არანაირი ღონისძიება ამ მავნებლური მოქმედებების წინმააღმდეგ, რაც ერთმნიშვნელოვნად აყენებს ზიანს ჩვენს ახალგაზრდობას და მომავალში იქნება საფრთხისშემცველი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42