,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 25-ე მუხლითაა გარანტირებული და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს არ შეუძლია, თუ აქციამ კანონსაწინააღმდეგო სახე არ მიიღო. მედიით გავრცელებული ცნობებით ირკვევა, რომ ორგანიზატორებს ვერ დაუსახელეს კონკრეტული და საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადგილზე სცენის გამართვა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იარსებებდა შეზღუდვის დაწესების რეალური მიზეზები (გარემოება), „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს შეზღუდვა უნდა იყოს: (ა) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; (ბ) კანონით გათვალისწინებული; (გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; (დ) არადისკრიმინაციული; (ე) პროპორციულად შემზღუდველი; (ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.
მიგვაჩნია, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია უკანონოდ ზღუდავდა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა, კანონის დაცვით, კანცელარიას შეტყობინება 5 დღით ადრე გაუგზავნეს.
ხელმომწერები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
საქართველოს რეფორმების ასოციაციაა (GRASS)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
იდენტობა
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრი (CDSS)
მასალის გამოყენების პირობები






