თბილისში გამხმარი ხეების მონიშვნის სამუშაოები დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:33, 19 Jul, 2015     986

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დღეს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი 2000-მდე ძირი ხე მოინიშნა. ხეების მონიშვნის სამუშაოები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა და მოწვეულმა მეტყევეობის ექსპერტმა ვალტერ ბენეკენდორფმა ჩაატარეს. აღნიშნული ღონისძიებები იმ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც გამწვანების სამსახურმა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ფერდობებზე მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა თბილისის ფერდობებზე 5400 ძირი გამხმარი ხის მონიშვნასა და შემდეგ მათ მოჭრას ითვალისწინებს. კუს ტბის მიმდებარე ფერდობებზე 3000-მდე დაავადებული და გამხმარი ხე უკვე მოინიშნა. გამხმარი ნარგავები მოინიშნება და მოიჭრება ასევე აღმაშენებლის ხეივანში და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

,,თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ჩაუტარდა თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე გაშენებული ფიჭვების ნარგაობას და გამოვლინდა პრობლემები, რომელიც სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ფიტოსანიტარიული დასკვნის თანახმად, რეაგირების ღონისძიებები გამხმარი ნარგაობისგან ტერიტორიების გაწმენდას, მათ ჩანაცვლებას, ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობასა და საშიში კერების გაზრდის პრევენციას გულისხმობს. ამჟამად ნარგავების ხმობის მხრივ ყველაზე საშიშ კერებს წყნეთის, მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობები წარმოადგენენ, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მონიშვნის სამუშაოების დასრულების შემდეგ გამხმარი ხე-მცენარეები ეტაპობრივად მოიჭრება. მათი მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია „სინათლის ქალაქი“ განახორციელებს.

ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები გამწვანების შესაბამის სეზონზე ჩანაცვლდება კლიმატური ცვლილებების მიმართ ისეთი რეზისტენტული ჯიშებით, როგორიცაა ჰიმალაის კედარი, იფანი, მუხა, აკაცია.

მცენარეთა დაცვის ცენტრის მიერ ფოტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად მომზადებული დასკვნის თანახმად, ნარგავების ხმობა გამოწვეულია ხეების ხელოვნურად გაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევის, ნიადაგის სიმწირისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობის გამო, რამაც დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა.

ცენტრის რეკომენდაციით, საინფექციო საწყისისა და მავნებლების შეზღუდვის მიზნით ზეხმელი ხეების მონიშვნა, ეტაპობრივი მოჭრა და გამოტანა უმოკლეს დროში უნდა მოხდეს, ხოლო შემდეგ კი ხმელი ხეებისაგან გამოთავისუფლებულ ფართობებზე უნდა განხორციელდეს ფოთლოვანი სახეობის ნერგების შერჩევა და მათი დარგვა აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42