თუ პრეტენზიები რეალურია, მაშინ ბენზინი ხვალიდან საგრძნობლად უნდა გაიაფდეს- რომან გოცირიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 23:23, 18 Jul, 2015     3432
ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე, ამბობს, რომ „ბიუჯეტი არ შემცირებულა არც ერთი თეთრით“.

ამის შესახებ გოცირიძემ რუსთავი2-თან ისაუბრა.

„ცუდი ამ პროცესში არის ის, რომ ბიუჯეტში რეალურად მოხდება ხარჯების შემცირება. ეს არის ერთი მუხლიდან მეორე მუხლში ხარჯების გადატანა. ანუ ბიუჯეტი წარმოადგენს საფრთხეს მომავალი სავალუტო თუ ეკონომიკური სტაბილურობისათვის,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძემ ასევე შეაფასა ნავთობკომპანიების დაჯარიმების საკითხიც და თქვა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მოქმედებები ბევრ კითხვებს აჩენს.

„ამ მასშტაბის დაჯარიმებას არავინ დაიჯერებს. არ ვამბობ, რომ ნავთობკომპანიები არ სცოდავდნენ, მაგრამ 55-მილიონიანი ჯარიმა მეტად არასერიოზულად გამოიყურება. ამაში შეიძლება სხვადასხვა ქვეტექსტები ვეძებოთ,“ - აცხადებს გოცირიძე.

ის ასევე ამბობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მონაცემები უნდა გასაჯაროვდეს.

გოცირიძეს მიაჩნია, რომ სასამართლო პერსპექტივა არა აქვს და პროცესმა შეიძლება პოლიტიკური სახე მიიღოს, რადგან არ გამორიცხავს, გარიგება მოხდეს და ნავთობკომპანიებმა სახე შეუნარჩუნონ ხელისუფლებას.

რომან გოცირიძე ასევე მიიჩნევს, რომ, თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის პრეტენზიები რეალურია, მაშინ ბენზინი ხვალიდან საგრძნობლად უნდა გაიაფდეს, რისიც გოცირიძეს არ სჯერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42