თბილისში შშმ პირებისთვის ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორ მალხაზ მესხთან ერთად პარასპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული კომპლექსი გახსნა. აღნიშნული კომპლექსი საქართველოში ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა.
კომპლექსში ფუნქციონირებს 18X38 ზომის სათამაშო სახეობების მოედანი, 525 კვ.მ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი, სპეციალური აუზი, ასევე სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე. ცენტრში არის ფსიქოლოგის, მანუალური თერაპიის და ორთოპედული კაბინეტები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში გახსნილი პარასპორტული არენა რეგიონული ცენტრი გახდება, სადაც ბევრი საინტერესო შეჯიბრი ჩატარდება.
„ამ ობიექტის გახსნით ჩვენს ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეემატა და ეს არის პირველი ხელშესახები , რაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში შშმ პირებისთვის გავაკეთეთ. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, ეს გახდება რეგიონული ცენტრი, სადაც ბევრი, ძალიან საინტერესო შეჯიბრის ჩატარებას შევძლებთ. რამდენიმე სახეობის შეჯიბრების გასამართად ეს ცენტრი უკვე მზად არის. ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურები არიან, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას დებენ სპორტში და შეჯიბრში, სწორედ მათთვის არის გათვალისწინებული ეს ყველაფერი. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ და ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და მემგონი, რომ გამოგვივიდა. ჩვენ მათ ვაჩუქეთ ძალიან საინტერესო ობიექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი მათთვის, შშმ პირებისვის კიდევ ბევრ ძალიან საინტერესო და სასარგებლოს გავაკეთებთ.“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
„მოგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის ობიექტი რესპუბლიკის მასშტაბით არ არსებობს. უპრეცენდენტოა ამ ობიექტის გახსნის საკითხიც. მე მინდა პარასპორტსმენებს შევპირდე, რომ მათთვის აქ იქნება სრული სერვისი და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ცენტრს შეთავსებული ექნება განათლების კომპონენტი. სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებს ჩვენ შევთავაზებთ სერვისს, რომლის ფარგლებშიც გადაადგილების ნაწილში მათ პრობლემა არ ექნებათ“, - განაცხადა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც დაესწრო, რომელმაც ინკლუზიური განათლების მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, კი აღნიშნული სპორტული კომპლექსი პარაოლიმპიური სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
პარასპორტული არენის გახსნაზე 2014 წლის პარასპორტის განვითარების ცენტრის საუკეთესო სპორტმენიც გამოავლინეს. ჯილდო ირმა ხეცურიანს გადაეცა.
„ჩემთვის ზედმეტად სასიხარულოა, რადგან მართლა ერთადერთი ხელშესახები რამაა იმისათვის, რომ ჩვენ შშმ პირებმა, სპორტული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩემთვის ყველაზე საჭირო ამ ეტაპზე ეს იყო, რადგან ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ამ არენაზე ყველაზე პირობაა შექმნილი და სრულად ადაპტირებულია.“,- განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული კომპლექსი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #5 - ში მდებარეობს. „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მერიაა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა