„არტ-გენი 2015“-ის თბილისის ტური 19 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ფინალურ კონცერტამდე ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისული მაყურებელი ქვემო ქართლის და რაჭა ლეჩხუმის ფოლკლორული ანსამბლების და ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლის "Saime" გამოსვლას იხილავს. 20 ივლისს ფესტივალი იმერეთის რეგიონის და სამაჩაბლოს წარმომადგენელთა წარმოდგენით გაგრძელდება და რობი კუხიანიძისა და ჯგუფი "აუთსაიდერის" კონცერტით დასრულდება. 21 ივლისს გურია, სამცხე–ჯავახეთის ანსამბლების და ჯგუფ "რეგიონის" კონცერტი გაიმართება. 22 ივლისი - სამეგრელოს რეგიონი, აფხაზეთის დღე, ასევე ბაკურ ბურდული "Friendly Mosquito"; 23 ივლისი - სვანეთი, კახეთი, პანკისის რეგიონები, ჯგუფი "ფრანი"; 24 ივლისი - ქალაქი ფოთი, შიდა ქართლის რეგიონი, ჯგუფი "მგზავრები"; 25ივლისი - მცხეთა–მთიანეთი, რაჭის რეგიონები, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი "Saime", დღის ბოლოს ჯგუფი "ინსაითი" დანინო ქათამაძე; 26 ივლისი ფესტივალი აჭარის რეგიონის, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი "Saime"-ს გამოსვლით და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტით დაუხურება.
ფესტივალი „არტ-გენი“ წელს იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში დასრულდა.
წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად „წიგნი და ბიბლიოთეკა“ აირჩიეს. „არტ-გენსა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის კაბინეტი გაიხსნება, ხოლო „არტ-გენზე“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნის სკივრი განთავსდება, სადაც შემოწირულ წიგნებსნებისმიერი მსურველი გაეცნობა.
მასალის გამოყენების პირობები