განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
„პანორამა თბილისის“ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს პროექტის მშენებლობის ნებართვა დახურულად გაიცა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით. განვმარტავთ, რომ ნებართვები გაიცა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების (შემდგომში - N57 დადგენილება) შესაბამისად და მოთხოვნების დაცვით.
სამშენებლო ობიექტებზე განთავსდა შესაბამისი ბანერები, სადაც მითითებული იყო, რომ დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება.
გარდა ამისა, 2014 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში შპს „თბილისი სითის“ მიერ შემოტანილ იქნა განცხადება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით. პროექტ „პანორამა თბილისს“ მიეძღვნა 2015 წლის 14 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „რეალური სივრცე“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრე ელისაშვილმა და ცირა ელისაშვილმა. გადაცემაში სააგენტოს მხრიდან მხარეების ყველა კითხვას გაეცა არგუმენტირებული პასუხი და ასევე განმარტებები გაკეთდა ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ნებართვის გაცემისას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვასთან დაკავშირებით სააგენტოს კოლექტიური განცხადებით, წერილობით მომართეს მოქალაქეებმა, მათ შორის ცირა ელისაშვილმა „ტფილისის ჰამქარის“ სახელით, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „მწვანე ალტერნატივამ“ და სხვა. თითოეულ მათგანს საპასუხო წერილებით განემარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მითითებული ადმინისტრაციული წარმოების დროს დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის სავალდებულოობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე სააგენტოში თებერვლის თვიდან სისტემატურად შემოდის განცხადებები. მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, საქართველოს არქიტექტურული ინსტიტუტიდან და სხვა. ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია და ინფორმაციის მომთხოვნებს ეგზავნებათ შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები.
აქვე განვმარტავთ, რომ ნებართვის გაცემის ყველა სტადიაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მერიამ. კანონმდებლობის შესაბამისად, სამივე ობიექტზე დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მერიას როგორც პირველ, ისე მეორე სტადიაზე, რაზეც მერიის მხრიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისი პასუხებიც აქვს მიღებული. თბილისის საკრებულოს მონაწილეობა სანებართვო პროცედურაში კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება, თითქოს წელიწადნახევრისწინ მთავრობამ მიიღოცვლილება, რომლის მიხედვითაც „მე-5 კლასის მშენებლობების ნებართვებს ეკონომიკის სამინისტრო გასცემს და ესცვლილება, მისია ზრით, "პანორამა თბილისი“-ს გამო შეიტანეს.“ ხაზგასმით განვმარტავთ: V კლასის ნებართვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გასცემს 2005 წლიდან. ის განმსაზღვრელი მახასიათებლები, რომლითაც "პანორამა თბილისი“ განეკუთვნება V კლასის ობიექტებს, მოქმედებს N57 დადგენილების ამოქმედებიდან, ანუ 2009 წლის 24 მარტიდან. შესაბამისად, არც წელიწადნახევრის წინ და არც ამ პერიოდის შემდეგ მსგავსი ცვლილება N57 დადგენილებაში არ შესულა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სააგენტოში პროექტის გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადი არ შემოსულა.
რაცშეეხება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „პანორამა თბილისის“ ობიექტებზე გაცემულ ნებართვებს:
1. პირველი ობიექტი - ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი. ნებართვა გაიცა 2015 წლის 20 აპრილს. განმცხადებელი: შპს „თბილისისიტი.“
2. მეორე ობიექტი - „სოლოლაკის ბაღები“. ნებართვაგაიცა 2015 წლის 18 მაისს. განმცხადებელი: „სოლოლაკი ჰილზი.“
3. მესამეობიექტი - სოლოლაკის მაღლობი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი. ნებართვა გაიცა 2015 წლის 8 ივნისს. განმცხადებელი: „სოლოლაკი რაიზი“- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






