„ტფილისის ჰამქარმა“ ვერეს ხეობაში „ვაკის მულტიფუნქციური ცენტრის პროექტის“ დოკუმენტები მოიპოვა, რომელის მიხედვითაც ირკვევა რომ ვერეს ხეობაში მანჰეტენის მსგავსი პროექტის განხორციელება 2007 წლიდან იგეგმებოდა . ამ პროექტთან გარკვეულ კავშირში კი ნინო ბურჯანაძე და ბიძინა ივანიშვილია:
„13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ემზარ ჯგერენაიამ ვერის ხეობაში "ქართული მანჰეტენის" გაშენების იდეა გაახმოვანა. "ტფილისის ჰამქარმა" მოიძია ინფორმაცია და გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს შპს "ბურჯის" დაკვეთით, მდინარე ვერეს ხეობაში სს "იუნიონი"-ს კუთვნილ ტერიტორიაზე ("იუნიონს" ტერიტორია 2008 წლის 29 იანვარს თბილისის მერიისგან პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა) შედგა "ვაკის მულტიფუნქციური ცენტრის პროექტი". შეგახსენებთ, რომ ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება! საეჭვოდ ემთხვევა "მანჰეტენის" და "ვაკის მულტიფუნქციური ცენტრის" იდეა ერთმანეთს. ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მოგვინდვია.
ამჯერად ვასაჯაროებთ პროექტის მხოლოდ ვიზუალურ მასალას, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის განკარგულებას, საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას და სანოტარო აქტის იმ ნაწილს სადაც საუბარია 100 მილიონი ლარის ვალდებულებაზე.“- ნათქვამია „ტფილისის ჰამქრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები






