ჯორდან ბელფორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია. ბელფორტის მასტერკლასებს, ძირითადად, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე, ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები ესწრებიან.
ჯორდან ბელფორტი ბრონქსში დაიბადა. 90-იან წლების დასაწყისში, დააარსა კომპანია Stratton Oakmont. 1998 წელს ის თაღლითობისთვის დააკავეს თუმცა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის გამო პატიმრობაში მხოლოდ 22 თვე დაჰყო.
2013-ში კი მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში "უოლ სტრიტის მგელი", რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. თავად წიგნი კი ბელფორტის მემუარებს ეფუძნება.
მან დააპროექტა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საჯარო კომპანიები, სადაც 30–ზე მეტ შემთხვევაში, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კონსულტაციას უწევდა 50–ზე მეტ საჯარო კომპანიას. გარდა ამისა, მასზე დაიწერა ფაქტობრივად, ყველა წამყვან ჟურნალსა თუ გაზეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჯორდან ბელფორტის ორი ბესთსელერი დაბეჭდილია 22 ქვეყანაში და თარგმნილია 18 ენაზე. იგი ხშირი სტუმარ–კომენტატორია CNN–ზე, CNBC–ზე, Headlines News–სა და BBC–ზე.
Straight Line Persuasion (დარწმუნების ხელოვნება) - ამ სახელწოდების პროგრამით ჯორდან ბელფორტი თბილისში მასტერკლასს გაუძღვება, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო კომპანია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" წარადგენს.
მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბილეთები კი ივლისიდან, ვებგვერდზე - www.wallstreet.ge გაიყიდება.

მასალის გამოყენების პირობები






