„სოკარი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
საზოგადოება - 14:22, 17 Jul, 2015     1334
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ განცხადებით, კომპანიას არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა" და კომპანიის დაჯარიმების თაობაზე კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დაწყებული 2014 წლის ნოემბრიდან აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან, პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას და მიაწოდა ყველა დოკუმენტი მოთხოვნილებისამებრ, კონკურენციის სააგენტოს ასევე წარედგინა დოკუმენტალურად დასაბუთებული მყარი არგუმენტები.

"სამწუხაროა, რომ არ მოხდა მათი გათვალისწინება და კომპანიას წარედგინა სერიოზული ჯარიმა. ვაცხადებთ, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს არ იყო ორიენტირებული რაიმე განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით", - ნათქვამია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" განცხადებაში.

კომპანიაში ასევე დადებითად აფასებენ საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობას.

"ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს კანონით დადგენილი მოთხოვნები", - ნათქვამია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42