ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მსგავსი მე-5 კატეგორიის პროექტები ეკონომიკის სამინისტროში მტკიცდება და ამის შემდეგ მერიას მხოლოდ საზედამხედველო ფუნქცია აქვს მშენებლობაზე.
„რაც შეეხება პროექტის შეთანხმებას მერიასთან, ასეთი რამე არ მომხდარა. ეს მოხდა ეკონომიკის სამინისტროში", - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით მშენებლობის სამი ნებართვა გასცა.
გუშინვე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ "პანორამა თბილისის" მმართველი გუნდი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს . რაც შეეხება სოლოლაკის ნაწილს, ბაჩიაშვილის თქმით, იქ გარკვეული სანებართვო სამუშაოები ისევ დარჩენილია.
მასალის გამოყენების პირობები






