„ყურადღება !!! დაიწყო მსახიობების შერჩევა“ - ფილმში ზურა ყიფშიძესთან და ავთო მახარაძესთან ერთად
საზოგადოება - 11:02, 17 Jul, 2015     7026
„ყურადღება !!! დაიწყო მსახიობების შერჩევა“ - განცხადება ამ მიმართვით სოციალურ ქსელში გავრცელდა. სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, „ციცინათელები" რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე იღებს. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი ფილმში რამდენიმე ცნობილ მსახიობს ვიხილავთ, მათ შორის ბევრი რეჟისორისთვის მოუხელთებელ ავთო მახარაძესაც. სნაიპერი გოგონას როლს კი ტელეწამყვანი ლელა ნინუა შეასრულებს. ამ და სხვა დეტალებზე ფილმის პროდიუსერი თამაზ ორაშვილი გვესაუბრა.


თამაზ ორაშვილი, პროდიუსერი: „ფილმი აფხაზეთის ომის თემას ეხება, აქ არის იმ მარგალიტების დანახვა, რაც ომს ახასიათებს. როცა მტრები ვაჟკაცობას არ კარგავენ და რაღაც მომენტში ერთმანეთის გვერდით დგანან. სცენარი რეალურ ისტორიაზეა დაწერილი. ბევრმა წაიკითხა და კონომცოდნეების მხრიდან ძალიან დადებითი რეცენზიები მოჰყვა. სცენარი, ლევან ანჯაფარიძეს, ლაშა იმედაშვილს და ზაურ კალანდიას ეკუთვნის.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვა ქასთინგთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ვიცით მთავარ როლზე გყავთ უკვე მსახიობები

-მთავარი როლები თითქმის დამტკიცებულია. თუმცა, არის ბევრი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი როლიც. ამიტომაც გამოცხადდა ქასთინგი. ფილმსი იხილავთ ზურა ყიფშიძეს ზაზა კოლელიშვილს, დიმა ჯაიანს, ჯაპანას, თემურ გვალიას, ვახო ჩაჩანიძეს და ავთო მახარაძეს.
ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ერთ რუს გოგონასთან და ძალიან ცნობილ ებრაელ მსახიობთან, რომელიც ჟურნალისტის როლს განასახიერებს.

-გადაღებას აფხაზეთშიც ხომ არ გეგმავთ?

-გადაღებები ძირითადად თბილისში გვექნება, ძალიან კარგი ლოკაცია გვაქვს შერჩეული. ასევე დასავლეთში, ძალიან მიახლოებულ აფხაზურ გარემოსთან და სააქართველოს ლამაზ კუთხეებში. რაც შეეხება აფხაზეთს, მიდის მოლაპარაკება. ვნახოთ რა გამოვა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ აფხაზეთშიც გადავიღოთ.

-როგორც ჩანს ფილმი მაღალბიუჯეტიანი გამოგდით, კინოცენტრმა დაგაფინანსათ?

-არ არის იაფი სურათი. მაგრამ კარგ ფილმებზე კინოცენტრი დაფინანსებას არ გაძლევს. ჩვენ ეტაპობრივი დაფინანსება გვაქვს. ეპიზოდების მიხედვით... მივდივართ იმ ტემპით, რა ტემპიც აქვს კინოს, ნელ-ნელა ვითარდებით. გადაღება 1 თვეში დაიწყება.

ავტორი: დეა თავბერიძე





ყურადღება !!!
დაიწყო მსახიობების შერჩევა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის "ციცინათელები" რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე. ქასთინგი იმართება დ.აღმაშენებლის 164 (ძველი კინოსტუდია) თუმანიშვილის თეატრის უკანა ეზოში. შაბათ კვირის გარდა 12:00 დან 18:00 მდე. ხათუნა 579032424. მარინა 593780042.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42