ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე ჩოხატაურში მისი სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნება
საზოგადოება - 19:14, 16 Jul, 2015     2045
19 ივლისს, კვირას, 16 საათზე, ჩოხატაურში, თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის ბიბლიოთეკა სიმბოლურად იხსნება. ბიბლიოთეკა მედიასახლ “გურია ნიუსისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით კეთდება. ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.

ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-საღამო გაიმართა. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა საღამოს ორგანიზება საკუთარი ძალებით შეძლეს, შემოსული თანხა კი ბიბლიოთეკის ანგარიშზე გადაირიცხა.

ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც უანგაროდ მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო საღამოში.

"მადლობა გვინდა გადავუხადოთ კულტურის სახლის დირექტორს, ქალბატონ თამარ კეკელიძეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საღამოს ჩატარებაში. ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულო 19 ივლისს, ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეს, „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ აქციის „1 წიგნი ივლიტას ბიბლიოთეკას“ ფარგლებში სხვა ახალგაზრდულ საკრებულოებთან ერთად წიგნებს გადასცემს ბიბლიოთეკას. მოკლე ხანში დაიწყება ახალ პროექტებზე მუშაობა, რომელიც ვფიქრობთ ყველა თაობის წარმომადგენლისათვის სასიკეთო იქნება“ - განაცხადა ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ გვანცა ბარამიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42