მისი თქმით, კონკურებციის სააგენტოს გადაწყვეტილებას პრევენციის სახე ექნება და მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ფასების შეთანხმება დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთის.
„ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ნავთობკომპანიები აპირებენ ჩივილს, ეს ნორმალური პროცესია და ეს მათი უფლებაა“, - განაცხადა კალაძემ.
კონკურენციის სააგენტომ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დააკისრა. საუბარია კომპანიებზე – ვისოლი (10,426 393 ლარის ჯარიმა), ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან. კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი.
მასალის გამოყენების პირობები






