ამ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ კომენტარი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიგი გოგელიამ გააკეთა. მისი განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოში განსახილველად ჟურნალისტის საკითხი ამ დრომდე არ შესულა.
„ჩემნთვის უცნობია რა პროცედდურები მიმდინარეობს ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია არის, რომ ის, რაც არის კანონის ჩარჩოში, რასაც გვთხოვს ადმნისტრაციული სამაართალწარმოების თუ სხვა კანონის პროცედურა იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ საკითხი ჩვენამდე მოვიდა, განვიხილავთ, მოვისმენთ ყველა არგუმენტს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, უნდა ვიცოდე ყველა მხარის აზრი, შესაბამისად ჩემი თანამდებობა არ მაძლევს უფლებას დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური პოზიცია“-განაცხადა გიგი გოგელიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადება გაავრცელა და ჟურნალისტი არხის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






