"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოება - 16:49, 15 Jul, 2015     12493
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოქალაქეებს ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესებს განუმარტავს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კიდევ ერთხელ განმარტავს ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესებს:

• გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას შესაძლებელია სათავსოში მომწამლავი გაზის, ჩO-ს გამოყოფა. იგი უფერო, უსუნო, უგემო, ძლიერ მომწამლავია. გარემოში ჩO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. ხოლო სათავსოში გაზის 5-15% დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში ნარევი.

• უსაფრთხოების პირობების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ:

• ნუ მიანდობთ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია;

• სათავსი, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ვენტილაციით;

• საყოფაცხოვრებო გაზის ხელსაწყოებისათვის განკუთვნილი რეზინის ქსოვილიანი სახელოები უნდა იყოს მთლიანი, გადაბმის გარეშე, (შეზღუდული ზომის, მოქმედი უსაფრთხოების წესების შესაბამისად);

• წყალგამაცხელებლის დადგმა დასაშვებია, როგორც წესი, არა უმეტეს 5 სართულიან სახლებში, ხოლო დახურულ კამერიანი გამათბობელი ხელსაწყოების დადგმისათვის სართულიანობა არ იზღუდება;

• გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, რაზედაც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი;

• დროულად წარუდგინეთ გაზის მეურნეობის ცენტრებს საკვამლე-სავენტილაციო არხების ვარგისიანობის აქტები (აგურის არხების შემთხვევაში – კვარტალში ერთხელ, აზბოცემენტის არხების შემთხვევაში – წელიწადში ერთხელ);

• გამათბობლის ან წყალგამაცხელებლის ჩართვამდე შეამოწმეთ კვამლსადენში წევა;

• შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარეკეთ შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისის~ საავარიო სამსახურში – ტელ. 114;

• გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია შეამოწმოს გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;

• გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ხშირად გაანიავეთ სათავსი;

• ნება მიეცით გაზის მეურნეობის მუშაკს, შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემდეგ, შემოვიდეს თქვენს ბინაში მრიცხველიდან ანათვლების აღების, გაზგაყვანილობების, გაზის ხელსაწყოების დათვალიერებისა და ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად.

კატეგორიულად აკრძალულია!

• გაზზე მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი მოწყობილობათა მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსიდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსშივე რჩება), აგრეთვე რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლე-სავენტილაციო არხები;

• სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;

• არასტანდარტული და თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;

• გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დაგმანვა). შეგახსენებთ, რომ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”-ში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ გაზიფიკაციის საკითხებზე ტელეფონით 240-40-04 და მიიღოთ ამომწურავი პასუხები;

• დასასვენებლად და დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული გამათბობელი ღუმელი;

• გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;

• ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;

• გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოებიდან გაზის გაჟონვის დადგენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება.

• წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.

გახსოვდეთ, რომ:

• პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს.

მოქალაქეების მიერ წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის. პატივცემულო მომხმარებლებო, გთხოვთ, დაიცვათ გაზის უსაფრთხოდ სარგებლობის წესების მოთხოვნები!"- ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს მიმართვაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42