„არ ჩამოხვიდე! არ ჩამოხვიდე! არ ჩამოხვიდე!“ - ღია წერილი ლეო მესის
საზოგადოება - 18:08, 15 Jul, 2015     5945
ღია წერილს და გაფრთხილებას ლეო მესის ქართველი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნის.


ნოე სულაბერიძე:


ღია წერილი

პროლოგი: ზუსტად ვიცი ეს წერილი შენამდე როგორც მოვა, თან პარალელურ რეჟიმში ჩასაფრებული ცინიკოსები როგორ აიგდებენ ჩემს მცდელობას შენამდე ხმის მღაღადებლისა უდაბნოსა შინა მოწვდენის... მაგრამ მაინც... )

ისე იცი ალბათ შენ საქართველო, როგოც მე ვიცი არგენტინის იმ პროვინციის ტრადიციები და კულტურა, სადაც შენ დაიბადე, თუმცა ჩემს ჯერ არ გაჩენილ ჭაღარას თუ ენდობი, მაინც ჯობია წინასწარ გაერკვე, სადაც ჩამოსვლას გეგმავ. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც შენს სანახავად გამოწვეული თბილისელი, ბათუმელი, თუ გარდაბნელი მაყურებლის აჟიოტაჟით el-clasico-საც კი მოუხსნა Jack Pot-ი. (გაიხსენე აბა ერთხელ მაინც თუ გახსოვს ბილეთის მოლოდინში გაშლილი მოშიმშილეთა კარვები)

ეს ის ქვეყანაა, სადაც შენ აეროპორტიდან აეროპორტამდე ზევსად იგრძნობ თავს. (ამ შემთხვევაში ძალიან გაგიმართლა აქ რომ არ დაიბადე, ტალანტები აქ არ უყვართ, ჩანასახშივე სპობენ და შენი კარიერაც სადღაც ხაშურში დასრულდებოდა). ეს ის ქვეყანაა, სადაც დედაქალაქის საკრებულოს წევრების მოღვაწეობის პიკი შენი რამდენიმე ათეული მეტრიდან დანახვაა.

ეს ის ქვეყანაა, სადაც როგორც ჩე გევარას, ფიდელ კასტროს თავიანთი მიმდევრები აღმერთებენ, ისეა ბარსელონაც, თუმცა საკმარისია ნაკრების ფორმით ბრაზილიას შეხვდე, აღარავის ახსოვხარ (აქ ერთ ჩინოვნიკს თავის სურათიანად სიამოვნებით დავთაგავდი, მომენტალურად ისტრიკაში რომ არ ვარდებოდეს). და რაც მთავარია: ეს ის ქვეყანაა, სადაც შენმა ჩამოსვლამ გადაფარა მტრის შემოსვლა საოკუპაციო ზოლში. ( ცხენოსნები, ქვეითები, მეზარბაზნეები და არტილერია-ყველამ ბილეთების რიგში დგომა არჩია).

განცდილ სიამოვნებას, ხშირად გულისტკენაც მოსდევს, რაც აქ დაუწერელი კანონია. ამიტომ: ზედმეტი თავისტკივილის ასარიდებლად ისღა დამრჩენია გირჩიო: არ ჩამოხვიდე! არ ჩამოხვიდე! არ ჩამოხვიდე!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42