დავით ნარმანიას დავალებით თბილისის სრულად ადაპტირებისთვის 3 წლიანი გეგმა გაიწერება
საზოგადოება - 15:37, 15 Jul, 2015     1141
თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით გაიწერება 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი სრულად ადაპტირებული გახდება. დავალება დავით ნარმანიამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე საბჭოს წევრებს მისცა. გარდა ამისა, შეხვედრაზე პირველი სხდომის შედეგები შეაჯამეს. განიხილეს შშმ პირთათვის სივრცის მოწყობისა და დაგეგმარების შესახებ დადგენილების აღსრულებისა და მონიტორინგის საკითხები (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის 41-ე დადგენილება). ასევე, იმსჯელეს თბილისში ინკლუზიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ევროპის ჩემპიონატში ჭიდაობაში თანამონაწილეობის საკითხებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როდესაც შევქმენით საბჭო. მიხარია, რომ ეს არის ქმედითი ორგანო, სადაც აქტიურად იხილება ის თემები, რომლებიც დგას დღის წესრიგში და შშმ პირებისთვის პრობლემურ და საჭირო საკითხებს წარმოადგენს“,- განაცხადა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო საკრებულოს დადგენილებით 2015 წლის თებერვალში შეიქმნა. ორგანოს თბილისის მერი ხელმძღვანელობს და მასში 9 საქალაქო სამსახურის პირველი პირი და შშმ პირთა ორგანიზაციების 11 წარმომადგენელი შედის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42