ნანა ლეჟავას წერილი ინგა გრიგოლიას, ეკა ხოფერიას და პარლამენტარებს - ,,ნუ გამიმეტებთ სასიკვდილოდ“
საზოგადოება - 14:45, 15 Jul, 2015     35869
ნანა ლეჟავა, რომელიც უკვე დიდი ხანია მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, დახმარებას ითხოვს. ქალბატონი სოციალური ქსელი მეშვეობით მიმართვას უგზავნის ტელეწამყვანებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც ნანა ლეჟავა წერს, მას ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში ესაჭიროება მკურნალობა, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, ხოლო როგორ მისი წერილიდან ირკვევა, საავადმყოფო მას არ იღებს.

,,ნუ დამძრახავთ ამ სურათებისთვის გევედრებით, ღამეები აღარ მძინავს არ მინდა თავი მოვიკლა და სული ეშმაკს მივცე.გამივრცელეთ.) უკვე მრცხვენია ყველა იმ ტკივილის ჩვენება რასაც უძლებ წამლის,საფენების და გამაყუჩებლის გარეშე. ნუთუ ერთხელ არ წააწყდა ჯანდაცვის მინისტრი ამ ჩემს უბედურებას, რომ გულის ოპერაციის შემდეგ შვება რომ მეგრძნო –8 თვეა ამ დრეში ვარ და დავღალე საზოგადოება. ერთ ღამესაც ვეღარ გაუძლებ ამ ყველაფერს და თავს მოვიკლავ. ამით მარტო ჩემი ნიკლოზი დაზარალდება, რომელიც მარტო სუნით გრძნობს დედას მეტი მაინც არაფერი შეუძლია. რამდენი პარლამენტარია, რომელიც მიცნობს და ჩემი გადაცემები გაუვლიათ. ნუთუ ნამუსი სულ არ აწუხებთ, რომ დღემდე მადლის გაცემა ვერ ისწავლეს და დღედაღამე მარტო პარლამენტის სკამები და ფული ესიძმრებათ. აუცილებლად სენსაცია უნდა იყვეს, რომ ტელევიზიებმა გააშუქონ. გრიგოლია ინგა გაიხსენე საკრებულო რომგორ მპირდებოდი თანადგომას. ეკა ხოფერია ქალბატონო ნანა აუცილებლად გავაშუქებ თქვენს მდგომარეობასო. დღემდე გელოდებით. ისევ ჩემს თბილ და ტკბილ თანამემამულეებს გევედრებით, რომ შემეძლოს დიდხანს სიარული გამოვიდოდი და თვითოეული თქვენგანის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი შეგევედრებოდით მადლს. საჭმელი საერთოდ არ მაქვს რომ ვაჭამო ნიკოლოზს. 10 თვეა პენსია შეწყვეტილი აქვს მეურვეობისთვი. ფორმა 100 30 ლარი გადაიხადეთო, ფსიხოში 40 ლარიო,რომ ნარკომანი არ ხარ 6 ლარიო. ეს თანხა რომ მქონდეს ნიკას საოცნებო იოგურთს ვუყიდიდი და გემრიელ საჭმელს. და ჩვენი მთავრობა ზრუნავს ხალხზე. ეხლაც საზოგადოებიდან შეწირული მადლით აკმაყოფილებენ სტიქიით დაზარალებულებს. ჩვენ ვის გავახსენდებით. თუ სიკვდილი მიწერია დაე მასე იყვეს. ეს ცოდვა ყველა იმ ჩინოვნიკს გაყვეს საუკუნოდ ვინც საამისოდ გვიმეტებს. არცერთი საავადმყოფო არ მიღებს - ეგ მარტო ჩირქოვან ქირურგიას ეკუთვნისო. ეგ კიდევ ღუდუშაურშია მარტო, სადაც ჯერ კიდე წინა ოპერაციის 30% არ მაქვს გადახდილი.ზუსტად 25 დღის წინ ხვთისნიერ ადამიანს რომ არ გადაეხადა 411 ლარი ფეხზე დიდი ჭრილობიდან არ ამომაჭრიდნენ მკვდარ ქსოვილებს. რეანიმაციაში ვიწექი 12 დღე. ვაი უბედურებავ გამიჩნდა ნაწოლები, რომელიც უყურადღებოდ დატოვეს მეც ვერ ვგრძნობდი ისეთი გათიშული ვიყავი სულ გალუცინაციები მქონდა. მოვედი სახლში და აი, ხედავთ, რომ ჩირქად ვიცლები და უძლური ვარ. ღმერთიც გაგახარებთ ნუ გაგწირავთ. დიდი სიყვარულით ნანა და ნიკოლოზი.

ვზივარ ვწერ და ვტირივარ. ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს რომ ამ დღეში ჩავარდებოდი. აღარც სახლი აღარც არანაირი შემოისავალი, ერთი ინვალიდი ბრმა შვილის პენსიის იმედად ვიყავი ისიც შეწყვეტილი მაქვს 10 თვეა. როგორ მოვიკლა თავი, თუმცა ყოველდღე მაქვს ამის ფიქრი. წუხელ სასწრაფო მყავდა გამოდზახებული ვეღარ უძლებდი ტკივილს, სავადმყოფოში გადაყვანა რომ მოვინდომე, პასუხი ასეთი მივიღე სიამოვნებით, მაგრამ ხომ იცით რომ არ დაგტოვებენ და გეტყვიან ეს ჩვენს კონპეტენციაში არ შედის და ვერ მოგხედავთო. არც სახელწიფოს უნდივარ. საზოგადოებამაც იგნორი მიყო. ნიკოლოზი, რომელიც ბრმა მყავს, საკვებს ვერ ღეჭავს მშიერი მყავს. რა ვიღონო აღარ ვიცი. მარტო ლოცვა მამშვიდებს. ოღონდ ნიკოლოზს ვერ ვაგებინებ, რატო მყავს მშიერი. მიშველეთ ჩემო კარგებო, ნუ გამიმეტებთ სასიკვდილოდ. აზიარეთ, რომ იქნებ ვინმემდე მივიდეს ეს უბედურება ვისაც მართლა შეუძლია დახმარება. უფალს ებარებოდეთ“ - წერს ნანა ლეჟავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42