,,შემცირდეს ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები“ - სებ-ის რეკომენდაცია ბიუჯეტთან დაკავშირებით
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:30, 15 Jul, 2015     1513
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - გიორგი ქადაგიძის თქმით სახელმწიფო აპარატის და ბიუროკრატიის შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს იმაზე მეტი უჯდება, ვიდრე ეს საქართველოს ეკონომიკას შეუძლია რომ აიტანოს. ქადაგიძის თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით სებ-ის რეკომენდაცია მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირებაა.

ქადაგიძის თქმით, სებ-ი ბიუჯეტის კორექტირებას მიესალმება, თუმცა აღნიშნული ცვლილებები საკმარისი არაა:

"ჩვენი აზრით, წარმოდგენილი ცვლილებები საკმარისი არ არის. ის არ ასახავს იმ გამოწვევებსა და რეალობას, რაც ქვეყანაშია. ჩვენი რეკომენდაცია არის მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირება, რაც დაეხმარება როგორც ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას, ასევე, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს. უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია გვაქვს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას შეუძლია ეს აიტანოს და ეს. რა თქმა უნდა, აისახება ყველა პარამეტრზე, ამიტომ ჩვენი მთავარი რჩევა, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნაშია, არის ის, რომ შემცირდეს მიმდინარე და ბიუროკრატიის აპარატის შენახვის ხარჯები" - განაცხადა ქადაგიძემ. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველო მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში იმყოფება და ამიტომ ბიუჯეტი უნდა ასახავდეს რეგიონში არსებულ რეალობას. ქადაგიძის განცხადებით როდესაც მცირდება შემომავალი ფულადი ნაკადები, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი და გზავნილები, ლარის კურსზე გავლენის მქონე მთავარი იარაღი არის ფისკალური პოლიტიკა.

"თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ ლარის კურსზე, მაშინ როდესაც სხვა შემომავალი ნაკადები მცირდება, მაშინ მთავარი დოკუმენტი და ამის მთავარი იარაღი არის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი. დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს", - განაცხადა ქადაგიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42