როგორც ნინო თურმანიძე ამბობს, შეტყობინება მხოლოდ გუშინ შემოვიდა, თუმცა ვერ აკონრეტებს რომელ საათზე იყო შეტყობინება შესული და რომელზე მოხდა ჯგუფის გასვლა.
„ბოლო 5 დღის განმავლობაში „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ამ კორპუსიდან ზარი არ განხორციელებულა. ჩემი პირველადი მონაცემებით, როდესაც შემოვიდა შეტყობინება სწრაფად მივიდა ადგილზე საავარიო სამსახური. ამასთან დაკავშირებით კომპანიაში შიდა მოკვლევა გუშინვე დაიწყო. დამატებით ინფორმაციას, თუ რომელ საათზე გავიდა ჯგუფი ადგილზე, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მოგვიანებით აცნობებს. როგორც ვიცი ჩვენი საავარიო სამსახური რომ მივიდა ამ დროს მოხდა აფეთქება“, - აცხადებს თურმანიძე.
ადგილობრივების თქმით, კორპუსში ერთი კვირის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული შესახებ შეატყობინეს შესაბამის სამსახურებსაც, თუმცა მათთან არავინ მისულა.
შეგახსენებთ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






