„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 14 ივლისს, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ არ დადგენილა, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ. დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე მოგაწვდით“, - ნათქვამია ყაზტრანსგაზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სავარაუდოდ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 2 ადამიანი, ორს ამ დრომდე ეძებენ. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე 80-მდე მაშველია მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები






