"და აი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰიპოპოტამი გმირთა მოედანზეა" - ბეგის დიდი გასეირნება
საზოგადოება - 14:02, 14 Jul, 2015     3545

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია 13 ივნისის სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ მათი მობინადრის, ბეგის ისტორიას იხსენებეს.

„ზუსტად 1 თვის წინ, თბილისის დროით დაახლოებით 07:00 საათზე ბატონი ბეგი სახლში დაბრუნდა. დიდი ზარ-ზეიმითო ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდი წვალებით - ნამდვილად.

გიჟური ღამე. ნეტავ ბეგი სადაა? ნუთუ დაიხრჩო? თუ წყალდიდობის დროს შენობაში იყო გადარჩენის შანსი არ ექნებოდა. თუ გარეთ, აუზში - კიდევ შეიძლება... და აი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰიპოპოტამი გმირთა მოედანზეა. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. და გამთენიისას, როცა წყვდიადი გაფერმკრთალდა, ბეგიც გამოჩნდა. მთელი თავისი მშვენიერებით. უდარდელად დააბოტებდა ტალახში და ალბათ ფიქრობდა, ნეტავ რა ხდება ჩემს თავს, ეს სად აღმოვჩნდიო. სანამ მისი იმობილიზაცია მოხერხდებოდა კარგა ხანს იბოდიალა. მაღაზიების ვიტრინებიც დაათვალიერა, თბილისური ჭადრებიც დააგემოვნა, ტალახის აბაზანებითაც იჯერა გული და ბოლოს, ნახევრად გაბრუებული, ზოოპარკისკენ გამოეშურა. კი არ გამოეშურა, გამოაშურეს. საძოვარიდან მომავალი ძროხასავით გამოდენეს ჩვენმა თანამშრომლებმა. ხან უძახდნენ, ხან ფოთლებით აცდუნებდნენ, ხან აწვებოდნენ... მშვენიერ ხასიათზე იყო. ნელ-ნელა მოაბიჯებდა, სვენებ-სვენებით. სადაც დაიღლებოდა იქვე მიწვებოდა. რა ენაღვლებოდა... თავს ევლებოდა ყველა. დასასვენებლად წამოკოტრიალებულს წყალსაც ავლებდნენ, რომ არ გადახურებულიყო და არც საალერსო სიტყვებს იშურებდნენ მის მიმართ. ზოოპარკისკენ ტაატით მომავალი ჭადრის სალათას მაინც ვერ ელეოდა და ბოლოს ასე, მწვანე ფოთლებით პირდამშვენებულმა შემოაბიჯა ჭიშკარში.

ეს დიდი გასეირნება ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი თავგადასავალი იყო ბეგის ცხოვრებაში. თავგადასავალი, რომელმაც ჩვენი ჰიპო მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. და არა მხოლოდ ვარსკვლავად. ბეგი ისტორიად იქცა. თბილისის ისტორიად. სიურეალისტური სურათი - ჰიპოპოტამი ქალაქის ცენტრში - ეს დაუვიწყარი კადრები ყოველთვის დარჩება ამ ტრაგიკული ღამის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციად“, - ნათქამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42