იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ საწარმოში ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან
საზოგადოება - 10:20, 14 Jul, 2015     1276

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“ მოიწონა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთანხმებული პირობების მიხედვით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ დაარსებული არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი ყოფილ მსჯავრდებულებს დაასაქმებს.

ასიპ-ის ინფორმაციით, სოციალური საწარმო განახორციელებს ორი სახის საქმიანობას: ავტომანქანების რეცხვა და კაფეტერიის ფუნქციონირება. ავტოსამრეცხაო თბილისის იუსტიციის სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომის ტერიტორიაზე განთავსდება და იუსტიციის სახლში მოსულ მომხმარებელს, ძირითადი სერვისის მიღების პარალელურად, ხელმისაწვდომ ავტოსამრეცხაო სერვისს შესთავაზებს. კაფეტერია კი თბილისის იუსტიციის სახლის მეორე სართულზე მოეწყობა და საკვები პუნქტის მომსახურებას გაუწევს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს.

სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი, ავტოსამრეცხაოსა და კაფეტერიაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე მზარეული და ბუღალტერი პროფესიული ნიშნით შეირჩევიან, ხოლო დამხმარე პოზიციებს ორივეგან დანაშაულის პრევენეციის ცენტრის ბენეფიციარი ყოფილი პატიმრები დაიკავებენ. ამ გზით საწარმოში, მთლიანობაში, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ოცდაათი ბენეფიციარი დასაქმდება. ბენეფიციარები დანაშაულის პრევენციის ცენტრში მოქმედი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამიდან“ შეირჩევიან, სოციალური მუშაკების დახასიათებისა და რეკომენდაციის საფუძველზე. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გასაუბრების შედეგად გამოავლენს წარმატებულ კანდიდატებს. საწარმოს წარმატების შემთხვევაში, „ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ. გარდა ამისა, დასაქმებული პირები გაიუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საგრანტო პროექტს 87 000 შვეიცარიული ფრანკით აფინანსებს. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა 22 თვე.

ცნობისთვის, საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისაგან დაიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42