თბილისში ახალი სპორტის სასახლე გაიხსნა - ფოტო
საზოგადოება - 19:15, 13 Jul, 2015     4387
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიური ობიექტი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გახსნეს.

ახალი სპორტის სასახლე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის სახელბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

დავით ნარმანიას თქმით, ობიექტი მრავალფუნქციურია და ამ სივრცეში, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები გაიმართება. ახალ სპორტის სასახლეში სპორტსმენებს ვარჯიშის შესაძლებლობაც ექნებათ.

თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებულ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყო, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ტურნირების ჩატარება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში - ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ა. შ. დიდი დარბაზი 3600 გულშემატკივარს, მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.

ახალი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ობიექტი შ.პ.ს. „სპორტმშენსერვისის“ დაკვეთით კომპანია „ლაინკუბმა“ დააპროექტა, სამუშაოები კი კომპანია „ელექტრომონტაჟსერვისმა“ შეასრულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42