გიორგი კვირიკაშვილმა მინის ტარის საწარმოო პროცესი დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:36, 13 Jul, 2015     1106
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სოფელ ქსანში მდებარე მინის ტარის ქარხანას ეწვია. გიორგი კვირიკაშვილმა სს „მინას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საწარმოო პროცესი დაათვალიერა.

„ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 370 ადამიანი. კომპანიამ შარშან დამატებით განახორციელა დაახლოებით 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია და გაზარდა წარმოება. პროდუქტის გამოშვება ხდება არამხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნების ყველაზე მომთხოვნი ბაზრებისთვისაც. დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა განხილვა იმ შესაძლო ბერკეტების, რითიც შეიძლება კიდევ შევუწყოთ ხელი ამ წარმოებას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ ასევე მაქსიმალურად მივეხმარებით კომპანიას საექსპერტო ბაზრებზეც, რომ არ ჰქონდეთ რაიმე შეფერხება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სს „მინას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, 1998-2014 წლებში ქარხანაში განხორციელდა დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აქედან დაახლოებით 21 მილიონი დოლარი ინვესტირებულია 2014 წელს, რამაც კომპანიას საშუალება მისცა გაეორმაგებინა საწარმოო სიმძლავრე. 2015 წელს კომპანია გეგმავს ასევე დაახლოებით 1 მილიონიევროს ინვესტირებას. ამჟამად ქარხანას შეუძლია წელიწადში აწარმოოს 60 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების მინის ტარა. ქარხანა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიითა და დანადგარებით. წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 25% აზერბაიჯანის, თურქეთისა და იტალიის ბაზრებზე იყიდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42