სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი. წირვის დასრულების შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ნორლანდის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო აბიონზე საქართველოს პატრიარქის მიერ მისი და მისი მეუღლის მოხსენიება. აშშ-ს ელჩმა ილია მეორეს ჭშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერი უწოდა.
"მეხილა პირადად რამდენად დიდ როლს თამაშობს იგი ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აფასებენ მას ქართველები. ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის ის, რომ დღეს პატრიარქმა ქადაგებისას ახსენა ჩემი და ჩემი მეუღლის გამგზავრების შესახებ. პატრიარქი არის დიდი ადამიანი, ჭეშმარიტად დიდი სასულიერო ლიდერი ქართული მართლმადიდებელი თემისა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში", - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






