ილია მეორემ რიჩარდ ნორლანდს მადლობა გადაუხადა
საზოგადოება - 15:53, 13 Jul, 2015     1186
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ქადაგებისას სვეტიცხოვლის ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უწმინდესის თქმით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაფლულია ქრისტეშობამდე 600 წლით ადრე ებრაელების მიერ ჩამოტანილი წმინდა ილია თებზიტელის ხალენი და ასევე აქ არის დაკრძალული უფლის კვართი.

"იმდენად სათაყვანებელია სვეტიცხოველი, რომ წმინდა მეფე მირიანმა უარი თქვა გარდაცვალების შემდეგ აქ დაეკრძალათ. აი დღეს, ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს, მუხლს ვიდრეკთ და თავს ვიხრით იქ, სადაც დაკრძალულია საქართველოს მეფეები და მრავალი მოწამე. შევთხოვთ უფალს, მათი მეოხებით 12 მოციქულის ლოცვებით მშვიდობა მოგვმადლოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს", - აღნიშნა პატრიარქმა.

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელსაც ილია მეორემ საქართველოში მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში", - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42