"წამოსვლის წინ იმ ოთხეულს გადაუღია უკანასკნელი სამახსოვრო ფოტო" - მამკოდის ტრაგედია
საზოგადოება - 12:36, 13 Jul, 2015     23210

გასულ კვირას საქართველო კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. 7 ივლისს ღამით, თიანეთის გზატკეცილზე, მამკოდის გზაზე "ვოლვოს" მარკის ჯიპი ხიდიდან გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად რვა მგზავრიდან 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები კი დაშავდნენ. მათ შორის ერთის - ირაკლი ნაროუშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

გიორგი სვიმონია, გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი: - 7 ივლისს კოკა ჯობავას დაბადების დღე იყო და ბიჭებმა მისი აღნიშვნა მამკოდის ტყეში გადაწყვიტეს. კარგად მოილხინეს და საღამოს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, საწვავი გაუთავდათ. ბენზინი ჩაასხეს და მალევე, ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამკოდის ასახვევთან მათი ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. გზის ამ მონაკვეთში არანაირი საგზაო ნიშანი არ არის, არც განათებაა, ცუდი მოსახვევია, მიდიხარ და გზა გგონია, სინამდვილეში ხევში ვარდები. ბიჭები 25 მეტრი სიმაღლიდან გადაეშვნენ. დაწერეს, თითქოს მძღოლი ნასვამი იყო და გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, რაც ტყუილია. შოთა ანჯაფარიძეს არ დაულევია, მის გარდა, ყველანი ნასვამები იყვნენ.

ირაკლი ჭანია წალენჯიხელი ბიჭია, სექტემბერში უნდა დაოჯახებულიყო. გოგონამ ეს ამბავი რომ გაიგო, ვერ ვაბრუნებდით, სამჯერ გაგვიხდა ცუდად. ირაკლიმ შარშან ჩააბარა პოლიტექნიკურში, სტუდენტი­ იყო. მას პატარა ძმა დარჩა, რომელიც იმ დღეს სასწაულებრივად გადარჩა. ძმები მანქანაში გვერდიგვერდ, წინა მხარეს ისხდნენ. როდესაც გადაიჩეხნენ, ღვედი ამოვარდა, კარი გაიხსნა და ლაშა მანქანიდან გადმოვარდა, მერე აღარ ახსოვს, როგორ ამობობღდა ხიდზე. დანარჩენები, ვინც გადარჩნენ, საბარგული გაიღო და იქიდან გადმოცვივდნენ. ირაკლის ძმას მამისთვის დაურეკავს, გვიშველე, უბედურება შეგვემთხვაო.

კოკა ჯობავა დედისერთა, უთბილესი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, უსაყვარლესი ადამიანი. 22-ის გახდა და წავიდა...

შოთა ანჯაფარიძე სოხუმელია, ხატმწერი. მას პატარა შვილი დარჩა, ოთხ თვეში­ მეორეს ელოდებოდა. შოთა ჩვენი უფროსი მეგობარი და ძალიან ეკლესიური იყო. რჩევას მას ვეკითხებოდით.

ზუკა ლემონჯავა სპორტსმენი იყო, მორაგბე და მაგარი ვაჟკაცი ბიჭი. მას პატარა ძმა დარჩა. ყველანი მორწმუნეები იყვნენ, ერთმანეთზე უკეთესები, გარეგნობით თუ ხასიათით.

ერთი საოცარი ამბავი მოხდა იმ დღეს - მამკოდის ტყეში სხვებიც იყვნენ, მაგრამ წამოსვლის წინ, მაინცდამაინც იმ ოთხეულს გადაუღია ერთად უკანასკნელი სამახსოვრო ფოტო. კარგა ხანს ვერ მოვინელებთ ამ ტკივილს.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42