თბილისის მერიამ მოსკოვიდან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო
საზოგადოება - 20:56, 12 Jul, 2015     3279
თბილისის მერიამ 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებთაგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. დახმარება საზოგადოებრივი ორგანიზაცია "რუსეთში ქართველთა კავშირის" ორგანიზებით შეგროვდა.

"ეს იყო ტრაგედია არა მარტო მათთვის, ვინც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, არამედ მათთვისაც, ვისაც ქართველი ხალხი უყვარს. ჩვენ გვსურს, როგორღაც დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. ნათელში იყოს დაღუპულთა სულები. მადლობა ყველას, ვინც რუსეთში ამ საქმეს გამოეხმაურა და დახმარების სურვილი გამოთქვა", - აღნიშნა "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ.

საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც ორგანიზება "რუსეთში ქართველთა კავშირმა" გაუწია, რუსეთში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის რუსებმა, ქართველებმა, სომხებმა, ებრაელებმა, პოლონელებმა, ბერძნებმა და სხვა.

შეგროვდა დაახლოებით 4 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამზარეულოს მოწყობილობა, ჭურჭელი, თეთრეული.

აქციაში მოსკოვის, მოსკოვის ოლქის და რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც "რუსეთში ქართველთა კავშირს" და მის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარების შესაძლებლობა მიეცათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42