12 ივლისს, ფესტივალ „ქართული სულის“ ფარგლებში, ქ. თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება ხალხური შემოქმედების საღამო „კახური სიმღერის ოსტატები“. საღამოზე კახური ტრადიციული სიმღერის სახელოვან წარმომადგენლებზე ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე და მწერალი, მომღერალი და ჟურნალისტი თემურ წიკლაური ისაუბრებენ. შეხვედრას გაუძღვება ფოლკლორისტი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „შემოძახილი“, ყვარლის ანსამბლი „ხორნაბუჯი“, „პატარა კახი“, გურჯაანის ბავშვთა ანსამბლი, შილდის ქალთა ანსამბლი „ნელქარისი“ და „ბერიკაცი“.
კახური ტრადიციული სიმღერის ზეიმის საპატიო სტუმარია ანსამბლ „ქართული ხმების“ უფროსი თაობა. საღამოს ფარგლებში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.
მისამართი: ქ. თელავი, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები