„პრორუსული პროპაგანდა... ეს იყო ამაზრზენი რამ...“ - გიორგი ჩიტაური „რეაქციის“ეთერს აკრიტიკებს
საზოგადოება - 16:26, 11 Jul, 2015     3254
მომღერალი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი ჩიტაური „რეაქციის“ გუშინდელ გადაცემას აკრიტიკებს.

მისი თქმით, გადაცემის უმეტესი ნაწილი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს დაეთმო. მომღერალი თვლის, რომ ტელევიზიებში რუსული პროპაგანდა არ უნდა ხდებოდეს.

„გუშინდელი გადაცემა ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მიეძღვნა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქალბატონ ბურჯანაძეს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და დაავიწყდა ბევრი რამ რაც რუსეთმა ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, თუნდაც 2008 წელს. მაინტერესებს ბურჯანაძე რა პასუხს გასცემს იმ ხალხის მშობლებს, ვინც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირეს. გუშინდელ გადაცემაში ბურჯანაძესთან ერთად სტუდიაში ბრძანდებოდნენ მისი მოკავშირეები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი და მათი სულიერი მოკავშირე ემზარ კვიციანი. სამწუხაროა, რომ გადაცემაში ჰყავთ მიწვეული ისეთი ადამიანები ვისაც სიტყვა არ ეთქმით საზოგადოებაში. უკმაყოფილო ვარ ამ გადაცემით, მინდა სწორედ გაიგოს ყველამ. არა იმიტომ, რომ იქ არაპროფესიონალიზმი იყო, მათი გადასაწყვეტია ვის მიიწვევენ და ვის არა, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ისეთი ადამიანების მიწვევა, ვინც საზოგადოებაში არანაირი გავლენით არ სარგებლობენ და პროპაგანდას უწევენ პრორუსულ აზროვნებას, მათ გადაცემაზე უარყოფითად იმოქმედებს. პრორუსული ძალების პროპაგანდა არ უნდა ხდებოდეს. უფრო მეტი პრობლემა აქვს საზოგადოებას. ეს იყო ამაზრზენი რამ ჟურნალისტიკაში...“, - აცხადებს გიორგი ჩიტაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42