ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უეფა-ს სუპერთასზე დასწრების მსურველებს მიმართავს, რომ ცოცხალ რიგში ხვალ 09:00 სათიდან ჩადგნენ.
ამის შესახებ სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დღეს საღამოს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიწყებთ ჯებირების დაყენებას, მოწესრიგებას იმ ადგილის და ხვალ, 09:00 საათიდან სალაროებისკენ ცოცხალი რიგი დაიძრება. ყველას ვთხოვ, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ 09:00 საათიდან და შეიძინონ ბილეთები", - განაცხადა სიჭინავამ.
უეფა-ს მატჩზე დასწრების მსურველები ვაკის პარკში დღეს დილიდან რიგს იკავებენ. ადგილზე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც რიგების დაკავებას ორგანიზებას უწევს. სიაში უკვე 2500 მოქალაქეა ჩაწერილი. პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






