დღეს, 17:00 საათზე, www.paata.ge და ლუდი „ხევსურული“, გეპატიჟებათ მუშტაიდის პარკში, სადაც გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს
მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები.
2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!
13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო აღნიშნული საღამო არ ჩავატარეთ 26 ივნისს და მიგვაჩნია წელს მზიურში არ შეიძლება რომ ჩატარდეს, ამიტომ მიმდინარე წელს ჩატარდება 11 ივლისს მუშტაიდის პარკის (დინამოს სტადიონთან) ამფითეატრში.
ამ საღამოებს ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. წელს საღამოზე შეგროვდება შემოწირულობა და შეგროვილი თანხა გადაეცემა ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურს".
მასალის გამოყენების პირობები