გვიან ღამით ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტი აქცია გაიმართა. ადგილზე ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც გუშინ საცხოვრებელი სახლებიდან გამოასახლეს.
ისინი სწორედ გამოსახლების ფაქტს აპროტსტებდნენ. მანამდე მათ აქცია მატროსოვის ციხესთან გამართეს. ისნი დახმარებას ექსპრემიერს ვანო მერაბიშვილს სთხოვდნენ.
შეგახსენებთ, აღნიშნული სახლებაზე მცხოვრები 70 ოჯახის გუშინ გამოასახლეს.
როგორც „ნიუპოსტს“ ოჯახის ადვოკატმა ხატია ხმიადაშვილმა განუცხადა, სამართალდამცავები უკანონოდ მოქმედებენ. მისი ინფორმაციით ოჯახის წევრები ბინაში არ იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა ბინის კარი შეამტვრიეს. ადვოკატის ინფორმაციით, გამოსახლების პროცესს გლდანი-ნაძალადევის მე-5 განყოფილების უფროსი ზურაბ თალიაშვილი ხელმძღვანელობს.ზღვის უბნის ქუჩაზე კორპუსებში მოსახლეობა 13 წლის წინ, თვითნებურად შევიდა, 2013 წელს კი ბინები გასხვისდა „მეტრომშენის“ თანამშრომლებზე. ზღვის უბნის მოსახლეობამ მათი მასიური გამოსახლების დაწყების შესახებ ინფორმაცია გუშინ შეიტყო.
მასალის გამოყენების პირობები






