კითხვაზე - „პირდაპირი წესით არჩეული რომელი მერის საქმიანობას იცნობთ?“ – 20,1%-ით ლიდერობს ზუგუდიდის მერი ირაკლი გოგოხია, 17,5%-ით მეორე ადგილზეა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ხოლო მესამე პოზიციას 16,4%-ით იკავებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
კველვაში მონაწილეობა მიიღო 2046 ადამიანმა.
სააგენტო ,,ნიუპოსტი“ შეეცდება უახლოეს დღეებში შემოგთავაზოთ სამივე ქალაქის არჩეული მერის კომენტარები მოსახლეობის მიერ მათი საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ არსებული პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის შესწავლა, მისი შემდგომი განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, ადგილებზე მიმდინარე სოციალ-ეკონომიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ პროცესებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაუმჯობესება და თვითმმართველ ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალეობის ხელშეწყობა.

მასალის გამოყენების პირობები






