ვინ როგორ იმუშავა სტიქიის დროს: კალაძის უწყება - 4,12, კრიზისების მართვა - 1,76
საზოგადოება - 20:42, 10 Jul, 2015     855
როგორ გაართვეს კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს? - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრმა 20-25 ივნისის პერიოდში კვლევა ჩაატარა.გამოკითხულ იქნა 18 - იდან და 18-ის ზემოთ ასაკის 420 რესპოდენტი ქ. თბილისში.

,,კრიზისული სიტუაციების მართვა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არის ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ნათლად აჩვენებს არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურის, არამედ მთელი სახელმწიფო სახელისუფლებო სისტემის მზაობას და უნარიანობას რათა გაუმკლავდნენ კრიზისული სიტუაციების დროს შექმნილ გამოწვევებს.

2015 წლის 13 ივნისის ღამით მოულოდნელად შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ დაგვანახა თუ რამდენად შეუძლია ჩვენს სახელმწიფოს გაუმკლავდეს ამ ტიპის მოულოდნელ გამოწვევებს და საერთოდ არსებობს თუ არა ქვეყანასი კრიზისული სიტუაციების მართვის მენეჯმენტი?

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ, 20-25 ივნისის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიზანი გახლდათ იმ ზოგადი სურათის შექმნა, თუ როგორ გაართვეს კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს? კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებამ ყველაზე მაღალი შეფასება (4.12) მისცა ენერგეტიკის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელს - კახა კალაძეს (ვიცე-პრემიერი); მეორე პოზიციას (4.01) კვლევის თანახმად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (დავით სერგეენკო) იკავებს, ხოლო მესამე პოზიციას (3.75 ) შინაგან საქმეთა სამინისტრო (ვახტანგ გომელაური). საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამ ეტაპზე 20-25 ივნისის პერიოდში გამოიკვეთა მხოლოდ ის განწყობები, რომლებიც შეიქმნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თუ რამდენად დიდია ინფორმაციული ძალაუფლების წილი თანამედროვე სამყაროში. სხვა შემთხვევაში პირველ ადგილზე კვლევის შედეგად აუცილებლად იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის სამაშველო სამსახურების მოქმედებამ რეალურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

მიზანშეწონილი იქნება რომ ეს კვლევა განმეორდეს დროის გარკვეული პერიოდის, კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდეგ და უფრო ფართო მასშტაბით, იმ მიზნით, რომ კრიზისის დროს ჩატარებული კვლებისაგან განსხვავებით გვქონდეს ნაკლებად ემოციური და უფრო ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნარიანი ჩვენი სახელმწიფო მართოს კრიზისული სიტუაციები" - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის კვლევის შედეგები:

კრიზისულ სიტუაციაში, თქვენი აზრით რომელმა ქვემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფო ინსტიტუტმა და მისმა ხელმძღვანელმა გაართვა თავი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს

შეაფასეთ 5 ბალიანი შკალით: 1- ძალიან ცუდი ; 5 - ძალიან კარგი.

კვლევა ჩატარებულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ, 20-25 ივნისის პერიოდში.

გამოკითხულ იქნა 18 - იდან და 18-ის ზემოთ ასაკის 420 რესპოდენტი ქ. თბილისში.

1.1 ქ. თბილისის მერია - დავით ნარმანია 2.81

1.2 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო - მინდია ჯანელიძე 1.76

1.3 შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური 3.75

1.4 თავდაცვის სამინისტრო - თინათინ ხიდაშელი 3.51

1.5 ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე (ვიცე-პრემიერი) 4.12

1.6 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - დავით სერგეენკო 4.01

1.7 ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - სოზარ სუბარი 3.27

1.8 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - თამარ სანიკიძე 2.6

1.9 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ნოდარ ჯავახიშვილი 2.92

1.10 ფინანსთა სამინისტრო - ნოდარ ხადური 2.99

1.11 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო - გიგლა აგულაშვილი 3.42

1.12 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი (ვიცე- პრემიერი) 3

1.13 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ტარიელ ხეჩიკაშვილი 2.3





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42