ხაშურში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა
საზოგადოება - 11:36, 10 Jul, 2015     1331
ღონისძიებას საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი გარემონტებული ოფისი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით. დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ნებისმიერი მომსახურებით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.

სარეგისტრაციო სამსახურში ასევე განთავსებულია საქართველოს ბანკის მოლარე ოპერატორები, რომლებიც მოქალაქეებისგან ადგილზე იღებენ სარეგისტრაციო მომსახურებისთვის კანონით დაწესებულ საფასურს და მოქალაქეს აღარ უწევს საფასურის გადასახდელად შენობიდან საბანკო დაწესებულებაში გასვლა.

„სარეგისტრაციო სამსახურების რეკონსტრუქციისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე ვამახვილებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს და ასევე სააგენტოს მომსახურე პერსონალს მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს შექმნილი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო, საკუთარი ფინანსურირესურსით აგრძელებს ტერიტორიული სამსახურების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომლის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე ვგეგმავთ“ - განაცხადა საჯარო რეესტრის თავჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ჩართულია საჯარო რეესტრის ერთიან კომპიუტერულ ქსელში. შესაბამისად, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საქართველოს ნებისმიერ რაიონში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური ქალაქის ცენტრში, მისამართზე გ.ტაბიძის ქ. 2 -შია განთავსებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42