“სასწავლო ცენტრი პირველ ლედისთან ერთად დავათვალიერეთ, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარადაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადამიანები ეუფლებიანსხვადასხვა ხელობას, რომელიც მათ მომავალში დასაქმების პერსპექტივას უქმნის. ბუნებრივია ასეთ ინიციატივას პრეზიდენტი მხარს უჭერს და მიესალმება სამომავლოდ მის კიდევ უფროგაფართოებას “- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი სასწავლო პროცესს დაესწრნენ და თავშესაფრის მცხოვრებთა მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერეს. პირველი ლედი გაესაუბრა მოწაფეებს და მოისმინა თუ რამნიშვნელობა აქვს მათთვის ამ სასწავლო ცენტრს.
„მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ასეთ პროექტებში, როგორც სახელმწიფო ასევე თითოეული ჩვენგანი. რადგან არიან ადამიანები ვინც საჭიროებს ჩვენს დახმარებას. ეს არის საუკეთესოსაშუალება იმ ადამიანების გამოვლენისათვის, ვისაც აქვს უნარი იმუშაოს და თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენდავინახეთ, რომ ეს ოცი ადამიანი, რომელიც მომავალში დასაქმდება, ახლა სწავლის პროცესშია და მათ აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი ტირხრული მინანქრის ხელობის შესასწავლად. იმედი მაქვსმომავალში მსგავსი ტიპის პროექტების განხროციელებას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ,“- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
ცენტრში მოწაფეები ჭრა-კერვისა და ტიხრული მინანქრის ხელობას ეუფლებიან. აღნიშნული კურსი ოთხთვიანია და ერთ თვეში დასრულდება. სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავსკურსდამთავრებულთა შემდგომ დასაქმებასაც.
მასალის გამოყენების პირობები






