დღეიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტება
საზოგადოება - 09:35, 10 Jul, 2015     1010
112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 10 ივლისიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე კი მოსახლეობა სპეციალურად გაკეთებული შემოვლითი გზით ისარგებლებს.

112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისში მოსული, ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა გზის სასწრაფო რეაბილიტაცია.

საბურთალოს გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოძრაობის ერთ-ერთი განმტვირთავი მარშრუტია და მისი დაკეტვა თბილისის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, სწორედ ამიტომ, საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტაციის პროექტის დასრულებამდე შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, გზის მოწყობა კი თითქმის დასრულებულია.

საბურთალოს რაიონის გამგებელის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა დაზიანებული გზის შეკეთება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42