"ერთ სადარბაზოში 4 მიცვალებული გვისვენია" - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
საზოგადოება - 16:40, 09 Jul, 2015     68612

7 ივლისს კიდევ ერთი ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა, მამკოდის გზაზე ავტოკატასტროფას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა: 21 წლის ირაკლი ჭანია, 22 წლის ზუკა ლემონჯავა, 21 წლის შოთა ანჯაფარიძე და 22 წლის კოკა ჯობავა, ეს უკანასკნელი იმ დღეს იუბილარი იყო.

მეგობრის იუბილის აღნიშვნა მეგობრებმა ბუნებაში, მამკოდის ტყეში გადაწყვიტეს... შეღამებულზე კი თბილისისკენ გამოემართნენ.

„კვირის პალიტრა“ გარდაცვლილების ახლობელს, კახა გოგოხიას ესაუბრა:- ვერ აღვწერ იმ საშინელებას, რაც ახლა ჩვენს უბანში ტრიალებს. მთელი უბანი ბიჭებს გლოვობს. ერთამენთზე უკეთესი, უპატიოსნესი ბიჭები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მეგობრები კი არა, ძმები იყვნენ.

ზუკა მორაგბე იყო, ძალიან ყურადღებიანი, უბანში თუ ვინმეს დაინახავდა, მძიმე ბარგი მოჰქონდა, გაიქცეოდა და უსიტყვოდ ჩამოართმევდა...

ირაკლი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო...

კოკა ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი გახლდათ. ცრემლებს ვერ ვიკავებ, დაუჯერებელია, რომ ცოცხლები აღარ არიან.

შოთა, უკეთილშობილესი ბიჭი, ეკლესიურად ცხოვრობდა. ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. ცოლს სულ ეხმარებოდა, პატარას უბანში ასეირნებდა. ასეთი მოსიყვარულე ოჯახის შემყურეს, მთელ უბანს გვიხაროდა...

ახლა კი ერთ სადარბაზოში 4 მიცვალებული გვისვენია.

მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42