ადგილობრივი მაცოვრებლები ჟურნალისტებტან საუბრისას აცხადებენ, რომ მათ სოფელში დარჩენის ეშინიათ, რადგან მუდმივად არსებობს მეწყერის კვლავ ჩამოწოლის საფრთხე. მოსახლეობა ხელსიუფლებისგან დახმარებას და თავშესაფრის გამოყოფას ითხოვს. სოფლის მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ნავთობკომპანიამ სპეციფიური სამუშაოები განახორციელა, მათი ვარაუდით სტიქია შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით მომხდარიყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა გააჭიანურეს გეოლოგიური დასკვნის დადება იმის შესახებ, არის თუ არა სოფლის ტერიტორიაზე ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში.
ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლები, მათი განცხადებით ტერიტორია მეწყერსაშიშია და პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული გზა, რომ სოფლის მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.
მასალის გამოყენების პირობები






