"თუშური პოეზია თვითმყოფადია და უნდა შევინარჩუნოთ იგი" - „ივერიის“ მეოთხე ტური თუშეთში
კულტურა - 14:23, 09 Jul, 2015     2056

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ (წელიწადი მეორის) მეოთხე ტურის ღონისძიებას თუშეთმა უმასპინძლა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაწყებულ პროექტს პოპულარობა თავისმა ორიგინალურმა ხედვამ და მიმართულებამ მოუტანა, რომელსაც პროზა-პოეზიის, ხატმწერების, მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ერთობლიობა ჰქვია. რომელიც ხელოვნების ნამდვილ დღესასწაულად იქცა ყოველი თურად. ასეთი იყო წელიწადი მეორის მეოთხე ტურიც.
ამ ტურის მასპინძელი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური გახლდათ, რომელიც საკუთარი ინიციატივით ჩაერთო პროექტში და ერთ-ერთ დიდ და ეროვნულ პროექტად აღიარა“, - განაცხადა პროექტისა და პრემიის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
„ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ეროვნულია და ყველა პოეტი, მწერალი და, რა თქმა უნდა,

ხატმწერი, მხატვარი და ფოტოხელოვანია ჩართული. ეს ადამიანები ჩვენი საუკუნის ჟამთააღმწერები არიან და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევს ამ პროექტის განხორციელება. ყველა ხელოვანი უნდა ჩაერთოს ამ ეროვნულ საქმეში, რათა ეროვნული ცნობიერება ამაღლდეს მეტად და გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა ხელოვნებით, რადგან პოეტს და მწერალს უდიდესი ძალა აქვს საზოგადოების სწორად აღზრდისთვის და მოტივაციისთვის, თუ როგორები უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს. მსგავსი ფუფუნება თუშეთს, განსაკუთრებით კი ომალოს ნამდვილად აკლია და დღეიდან ვიწყებთ ამ დანაკლისის აღმოფხვრას. აქვე საჯაროდ გპირდებით, რომ მომდევნო ეტაპს ხევსურეთში ვუმასპინძლებ ისევ ჩემი ინიციატივით, რადგან მეტად მოხიბლული ვარ პროექტის მსვლელობით, ღრმა შინაარსით და მონაწილეებით, ამაყიც ვარ და ბედნიერიც, რომ ასეთი ლამაზი და გენიალური პოეტების თაობა გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ძველ თაობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მე მუდმივ ჩართული ვიქნები ამ პროექტის განხორციელებაში, რათა მეტი და მეტი პოპულარიზაცია მოხდეს უდიდესი ეროვნული საქმისა, მით უმეტეს, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და წმინდა ილია მართლის სახელს ატარებს პრემია „ივერია“. ეს პროექტი საქართველოს ყველა კუთხის შემოქმედებას აერთიანებს და მჯერა, რომ საკითხის ასეთი მიდგომა უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისითაც, რომ ყველა მხარის შემოქმედს შეეძლებათ ხმა მიაწვდინოს ხალხს, თავისი სათქმელი უთხრას ლექსად, ხატით, ნახატით... თუშური პოეზია თავისებურად ღრმაა და საოცრად ლამაზი და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, განსაკუთრებით წოვა თუშური, რომელი დიალქეტითაც სულ რამდენიმე ადამიანი წერს და სწორედ ეს არ უნდა დავკარგოთ, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ, ამ პროექტის საშუალებით“, – განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.

ღონისძიებას დეპუტატი ომარ ნიშნიანიძეც დაესწრო, რომელმაც პროექტის ავტორები ქუთაისში დაპატიჟა.

„ეს პროექტი იმდენად დიდი, ღრმა და მდიდარი ხასიათისაა, რომ იგი აუცილებლად უნდა წავიღოთ ქუთაისში, მე ვარ ამ საკითხის ინიციატორი და თუ ისურვებთ და ნებას დამრთავთ, მე ვუმასპინძლებ. გარდა ამისა, თერჯოლაში მინდა მოხვდეს თქვენი პრემიის ერთ-ერთი ტური, რაც დიდი პატივი იქნება იმერეთისთვის“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ღონისძიების დასასრულს ზურაბ ზვიადაურმა მეოთხე ტური კონკურსანტები მონაწილის სიგელებით და წმინდა ილია მართლის ხატებით დააჯილდოვა, რომელიც „საგამომცემლო სახლ ქართულ ელიტას“ ეკუთვნის. ბოლოს კი თავადაც მიიღო მსგავსი სიგელი და ხატი, როგორც მხარდამჭერმა, ერთ-ერთი პარტნიორისგან, გიორგი კაკუშაძისგან.

პრემიის წელიწადი მეორის მეხუთე ტური ხევსურეთში გაიმართება, რომელსაც ისევ ზურაბ ზვიადაური უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42