მამა ილია „სოდომურ ცოდვებზე“
საზოგადოება - 13:59, 09 Jul, 2015     2004

„უსჯულოებითა და უსამართლობით, უსამართლო სამართლით იწყება სოდომი. ეს საზოგადოების ხრწნას იწვევს“, - წერს მამა ილია ვაშაკიძე და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „სოდომური ცოდვების“ შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.


მამა ილია: „ქრისტესმიერ საყვარელნო, ორი სიტყვით მინდა გესაუბროთ სოდომურ ცოდვებზე, რადგანაც ამ ბოლო დროს გახშირდა საერთოდ სოდომზე და სოდომურ ცოდვებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი ცხოვრებისა და სქესობრივი გაუკუღმართების კუთხით..

სოდომი, როგორც ასეთი მხოლოდ მამათმავლობა, მეძავობა და მრუშობა არაა.. სოდომი არა მხოლოდ სქესობრივი სიყვარულით იწყება, იგი იწყება პირველ რიგში უსიყვარულობით, სიცრუით, სამართლიანობაზე უსამართლობის ზეიმით, სათნო საქმეების უკეთურებით ჩანაცვლებით, ერთმანეთის გაუტანლობით, ქრისტიანულ თუ ადამიანურ დანაშაულებებზე, კრიმინალზე თვალის დახუჭვით, მკვლელთა გამართლებით, უდანაშაულოთა დასჯით... გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრება სოდომიის ერთ-ერთი სახეობაა და არა ერთადერთი პირველი...

ვიდრე სქესობრივ ცხოვრებამდე მივიდოდეთ, უნდა აღვკვეთოთ ყოველივე ზემოთ ხსენებული.. შეიძლება სქესობრივად სწორად ცხოვრობდეს ადამიანი, მაგრამ იყოს უსამართლო მოსამართლე, წონაში მომტყუებელი ვაშლის გამყიდველი, ცილისმწამებელი, მართალი ადამიანის ლინჩის წესით გასამართლების მომხრე.. ამ სტატუსში ნახსენები სქესობრივი ცხოვრების ხასიათის სოდომური მომენტები რომ ამოვიღოთ, სხვა დანარჩენი უსჯულოებები რომ დავტოვოთ, განა ისევ სოდომში არ გვიწევს ცხოვრება?

რამეთუ თქმულ არს: ,, რომელმან გითხრა არა იპარო, მანვე გითხრა არ იცრუო.. რომელმან გითხრა არ იცრუო, მანვე გითხრა არ იმრუშო".. უსჯულოებითა და უსამართლობით, უსამართლო სამართლით იწყება სოდომი.. ეს საზოგადოების ხრწნას იწვევს, რაც გაუკუღმართებებით გვირგვინდება, მათ შორის სექსუალური გაუკუღმართებებით..

სოდომში ჰეტეროსექსუალების აღმოჩენას კი არ აპირებდნენ მის გადასარჩენად, არამედ მართალთა აღმოჩენას.. ეს მომენტი არანაკლებად ყურადსაღებია.. მეტსაც გეტყვით, ეს არის ღერძი მთლიანად ამ საკითხისა - ძებნა მართალთა და არა ჰეტეროსექსუალთა.. აი, ამის თქმა მინდოდა სულ.. ამჯერად დავამთავრებ ამ სტატუსს.. გაგრძელება იქნება..

ღმერთმა დაგლოცოთ.. მომიხსენიეთ ლოცვებში“..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42