აბესაძის განცხადებით, 4800 მდე ბავშვი, რომელებიც წელს სკოლაში უნდა წასულიყვნენ კანონის შეცვლის გამო ბაღებში რჩებიან, რამაც ბავშვების რეგისტრაციისას პრობლემები შექმნა.
„ხელისუფლებამ ვერ შესასრულა საკუთარი დაპირებები. წლევანდელ ბიუჯეტში მათ ეწერათ, რომ 55 000 ბავშვი ისწავლიდა თბილისის ბაგა ბაღებში, მაისში მათ შეცვალეს და თქვეს, რომ 54 000 ბავშვს მიიღებდნენ. შუა წელს კი უარი თქვეს, რომ 1000 ბავშვით მეტს მიიღებდნენ საბავშვო ბაღებში", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ბაგა-ბაღებში შექმნილ პრობლემებს მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.ბაღების სააგენტოს განმარტებით მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფების შედგენა, მაგრამ ყველ მსურველის დაკმაყოფილება მაინც ვერ მოხერხდება. ნაწილს კი, ვინც ამ დრომდე რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო, სექტემბერში დამატებით ჯგუფებში ჩაწერა შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები






