გუშინ სერიალის ოფიცილურ გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია განთავსდა.
მეგობრებო, ხვალინდელი გადაღებისთვის გვჭირდება 8-13 წლის ბავშვები.
მოგვწერეთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტოები მეილზე - daqalebifb@gmail.com
ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით"
ამ განცხადებას, როგორც ირკვევა ხალხის მხრიდან უამრავი გამოხმაურება და ინფორმაციის არასწორ მისამართზე გაგზავნა მოჰყვა. რის გამოც „ჩემი ცოლის დაქალებმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა.
მეგობრებო!
გუშინ, ტრადიციულად ჩვენი გვერდის საშუალებით, გთხოვეთ, გადაღებაში მონაწილეობის მსურველი 8-13 წლის ბავშვების ფოტოები, სახელი და გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამოგეგზავნათ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე - daqalebifb@gmail.com
სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემები, მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგზავნის ნაცვლად, დაიწერა პირდაპირ ჩვენს გვერდზე, საჯაროდ, კომენტარების სექციაში. ანუ, რამდენიმე ასეულ კომენტარში ეწერა ბავშვების სახელი და გვარი, მათი ფოტო, ასაკი, და მობილურის ნომერი. რაც მთავარია - ასეთი კომენტარების უმრავლესობა გაკეთებული იყო მშობლების მიერ.
ჩვენთვის ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, აღნიშნული პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. მომავალშიც წაიშლება პერსონალური ინფორმაციის შემცველი ყველა კომენტარი და რასაკვირველია, ასეთი ფორმით წარმოდგენილი კანდიდატურები კასტინგზე არ განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები






