ბრიტანელი ექსპერტი თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 16:41, 08 Jul, 2015     891
თბილისში 13-14 ივინსს მომხდარი სტიქიის შედეგებს ბრიტანული საბჭოს მოწვეული ექსპერტი, კრიზისების, რისკებისა და უსაფრთხოების კონსულტანტი, სტიუარტ ჰარისონი ადგილზე გაეცნო. მან სვანიძის ქუჩაზე, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ, მდ. ვერეს ხეობაში, მზიურში და ზოოპარკში ჩატარებული გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და შეაფასა.

"პირველ რიგში, მსურს, თანაგრძნობა გამოვუცხადო სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს. ის, რაც მოხდა, საშინელი ტრაგედიაა და მე გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას.

მე ვიცი, რომ თბილისში ინფრასტრუქტურის საგრძნობი ნაწილი განადგურდა, ხოლო ნაწილი - ძლიერ დაზიანდა. იმავდროულად, წყალდიდობის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია ზოოპარკი და მისი ბინადრების დიდი ნაწილი, რაც ასევე დიდი დანაკარგია ქალაქისთვის.

მე ჩართული ვიყავი არაერთი მასშტაბური ინციდენტის მოგვარებაში დიდ ბრიტანეთში და აქედან გამომდინარე, ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ პირველადი მორეაგირეებისა და სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევა ნამდვილად იმსახურებს ქებას, რადგან მათ მოახერხეს წყალდიდობით გამოწვეულ უკიდურესად რთულ და კომპლექსურ პრობლემასთან საკმაოდ ეფექტურად გამკლავება. ჩემი აზრით, თქვენ ძალზე კარგად გაართვით თავი ამ რთულ ამოცანას. მე ნამდვილად გაოცებულ ვარ იმ მასშტაბის სამუშაოთი, რაც ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში ჩატარდა მიყენებული ზიანის აღსადგენად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და მათ პრაქტიკულად საველე პირობებში უწევდათ მოქმედება. პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რა რთულია შესაბამისი შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობების პირობებშიც კი ამ სახის პრობლემებთან გამკლავება, თუმცა, ნამდვილად წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება ასე ეფექტურად მოქმედება ამგვარი შესაძლებლობების გარეშე.

ამგვარად, ჩემი პირველადი შეფასებით შემიძლია ვთქვა, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმართული უდიდესი ძალისხმევა ძალზე შთამბეჭდავია,"-სტიუარტ ჰარისონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42